Posts

Showing posts from February, 2025

ტექნოლოგიები

Image
  ტექნოლოგია  —   მეცნიერება   იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის   ნივთიერების ,   ენერგიისა   და   ინფორმაციის   გადამუშავების ხერხი. ადამიანის პრაქტიკული საქმიანობა საჭმლის მომზადებიდან დაწყებული და სახლის მშენებლობით დამთავრებული დამოკიდებულია რთულ ტექნოლოგიურ სისტემებზე, რომლებიც 5 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. პირველყოფილი შრომის იარაღების დამზადება, ცეცხლის მოხმარება, რკინის დნობა, ბორბლის გამოყენება, ტანსაცმლის კერვა და სხვა, პირველი ტექნოლოგიური პროცესებია, რომლის გამოყენებაც ადამიანმა დაიწყო,