ტექნოლოგიები
ტექნოლოგია — მეცნიერება იმ იარაღების, პროცესებისა და მეთოდების შესახებ, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა საგნების და ობიექტების დამზადებისათვის, რაიმეს წარმოების მიზნით. სხვაგვარად, ტექნოლოგია ეს არის ნივთიერების , ენერგიისა და ინფორმაციის გადამუშავების ხერხი. ადამიანის პრაქტიკული საქმიანობა საჭმლის მომზადებიდან დაწყებული და სახლის მშენებლობით დამთავრებული დამოკიდებულია რთულ ტექნოლოგიურ სისტემებზე, რომლებიც 5 მილიონი წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა. პირველყოფილი შრომის იარაღების დამზადება, ცეცხლის მოხმარება, რკინის დნობა, ბორბლის გამოყენება, ტანსაცმლის კერვა და სხვა, პირველი ტექნოლოგიური პროცესებია, რომლის გამოყენებაც ადამიანმა დაიწყო,